saqarTvelos mdinareebi - orwyali

ტერიტორიული ერთეულები ახმეტის მუნიციპალიტეტი
სათავე კავკასიონი
შესართავი თუშეთის ალაზანი 42°23`10` ჩ. გ. 45°33`55` ა. გ.
სიგრძე 16 კმ

 

მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი.

სიგრძე 16 კმ. მოედინება კავკასიონის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდობიდან (ზ. დ. 2900 მ), უერთდება სამხრეთიდან თუშეთის ალაზანს (ზ. დ. 1777 მ (1755,2 მ)). ორწყლის შენაკადებია: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლის და საბუის ხევები. კალაპოტის საერთო ვარდნაა 70 მ/კმ-ზე.

ორწყლის სათავეებში წარმოდგენილია მცირე ზომის (20 მ-ზე ნაკლები დიამეტრის) მყინვარული წარმოშობის ტბები.